ბაიდენი: რუსეთი და აშშ ის ორი დიდი სახელმწიფოა, რომელთაც გლობალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოხატა დარწმუნება, რომ როგორც რუსი, ისე ამერიკელი ხალხი მშვიდობისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ მან 15 აპრილს თეთრ სახლში ისაუბრა.

“რუსეთი და შეერთებული შტატები ორი დიდი სახელმწიფოა, რომლებსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გლობალური სტაბილურობისთვის”,  აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა დარწმუნება, რომ როგორც რუსი, ისე ამერიკელი ხალხი მშვიდობისკენ ისწრაფვის.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს დაძაბულობის გამწვავებას რუსეთთან, მაგრამ მზადაა ახალი სანქციები დააწესოს მოსკოვის წინააღმდეგ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს ”მთელი მათი მეტოქეობის განმავლობაში შეეძლოთ დაძაბულობის მოგვარების გზების პოვნა”.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ ისწრაფვის და სურს დაძაბულობის მოხსნა. “ახლა დეესეკალაციის დაწყების დროა”, – თქვა მან.

ბაიდენმა თქვა, რომ მან შესთავაზა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, ზაფხულში, ევროპაში სამიტის ჩატარება. მისივე თქმით, “გუნდები ახლავე განიხილავენ ამ შესაძლებლობას”. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე. ”ამ სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...