ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. დროსა და ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს

ბაიდენის განცხადებით, იგი თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს მალე შეხვდება, თუმცა შეხვედრის დროსა და ადგილზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იუწყება Reuters.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ შეხვედრის საკითხზე უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების არსებობა გავლენას არ მოახდენს.

„უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების არსებობა საკითხზე გავლენას არ მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ. კონკრეტულ დროსა და ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...