ბაიდენი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 20-ზე მეტი ქვეყნის ხელმძღვანელს უკვე ესაუბრა

დემოკრატი ჯოზეფ ბაიდენი, მას შემდეგ, რაც მეინსტრიმმა შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტად დაასახელა, ესაუბრა სხვა სახელმწიფოების 20-ზე მეტ ლიდერს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა NBC-ის სატელევიზიო არხის ეთერში თქვა.

როგორც დემოკრატმა აღნიშნა, მან უკვე ისაუბრა 20-ზე მეტ ლიდერთან. “ისინი ნამდვილად ძალიან ბედნიერნი და გარკვეულწილად აღფრთოვანებულები არიან. ამერიკა დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიოში, შექმნის კოალიციებს”, – თქვა ბაიდენმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად