ბაიდენი: მზად ვარ, რომ მივიღო მონაწილეობა სატელევიზიო დებატებში, თუკი ტრამპი მის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებს

პრეზიდენტობის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი მზადაა მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატებში იმ პირობებით, რომლებსაც განსაზღვრავს კომისია და ელოდება, რომ ტრამპი გაივლის კორონავირუსის ტესტს დებატების დაწყებამდე. ამის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა, სიტყვით გამოსვლისას, ფილადელფიაში (პენსილვანია) ჩატარებულ ღონისძიებაზე.

“მე ვფიქრობ, რომ მან უნდა ჩაიტაროს ტესტი,” თქვა ბაიდენმა, ”და მე ვიცავ იმ წესებს, რომლებსაც დაადგენს პრეზიდენტის სატელევიზიო დებატების კომისია, ველოდები იქ ყოფნას”, – უპასუხა მან წამყვანის შეკითხვას დიალოგში მონაწილეობის შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად