ბაიდენი ირანს: ფრთხილად იყავით, დაუსჯელად ვერ იმოქმედებთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პროირანულ ჯგუფებზე საჰაერო დარტყმების შედეგად ვაშინგტონმა ირანს დასჯის გარდაუვალობა აჩვენა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა სიგნალის გაგზავნა სურდა აშშ-ს ირანში, ბაიდენმა უპასუხა: ”დაუსჯელად არ შეგიძლიათ იმოქმედოთ”, ”ფრთხილად იყავით”.

26 თებერვალს, ღამით, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო საჰაერო დარტყმები სირიასა და ერაყის საზღვრის მიდამოებში. პენტაგონის თქმით, ეს გაკეთდა საპასუხოდ ნაღმტყორცნების დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც აშშ – ის საელჩო მდებარეობს და ერბილის აეროპორტში.

დარტყმების შედეგად ერაყის შიიტური მილიციის 22 მებრძოლი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...