ბაიდენი: დროა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დეესკალაცია დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც 15 აპრილს თეთრ სახლში საუბრობდა რუსეთის მიმართ პოლიტიკის შესახებ, განაცხადა, რომ ახლა დროა დეესკალაციის დაწყებისა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს დაძაბულობის გამწვავებას რუსეთთან, მაგრამ მზადაა ახალი სანქციები დააწესოს მოსკოვის წინააღმდეგ. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს ”მთელი მათი მეტოქეობის განმავლობაში შეეძლოთ დაძაბულობის მოგვარების გზების პოვნა”.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ ისწრაფვის და სურს დაძაბულობის მოხსნა. “ახლა დეესეკალაციის დაწყების დროა”, – თქვა მან.

ბაიდენმა თქვა, რომ მან შესთავაზა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, ზაფხულში, ევროპაში სამიტის ჩატარება. მისივე თქმით, “გუნდები ახლავე განიხილავენ ამ შესაძლებლობას”. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა სამიტის ფარგლებში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე. ”ამ სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის.”

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ორი დიდი სახელმწიფოა, რომლებსაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ გლობალური სტაბილურობისთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა გამოხატა დარწმუნება, რომ როგორც რუსი, ისე ამერიკელი ხალხი მშვიდობისკენ ისწრაფვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...