ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დონალდ ტრამპი პანიკაშია

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა, ვისკონსინში მომხრეებთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანიკაშია კორონავირუსის პანდემიის გამო.

“ამ კრიზისის ფონზე, როდესაც პრეზიდენტს წამყვანი როლი უნდა შეესრულებინა, მან ეს ვერ შეძლო. იგი გაშეშებული იყო, მას არ მიუღია სწორი ზომები, ის პანიკაში ჩავარდა და ამერიკამ ამის გამო ყველაზე დიდი საფასური გადაიხადა”, – თქვა ბაიდენმა და განაცხადა, რომ ტრამპი მთელი ცხოვრება გაურბოდა პრობლემებს, რომლებსაც იგი აწყდებოდა.

“აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპი პანიკაში ჩავარდა, რადგან ვირუსი მისთვის ძალზე დიდი პრობლემა გახდა. ბაიდენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის მეთაურს სურდა პანდემიის შესაძლო შედეგების დამალვა ქვეყნის მაცხოვრებლებისგან, რადგან ფინანსური ბაზრების პანიკის ეშინოდა. ეს კი შეამცირებს მისი ხელახლა არჩევის შანსებს”, – აცხადებს იგი.

17 სექტემბერს, ბაიდენმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი უნდა გადადგეს არჩევნებამდე იმ შეცდომების გამო, რომლებიც მან დაუშვა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ”მან ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერი ქნა. ეს პრაქტიკულად დანაშაულია“, – თქვა დემოკრატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად