ბაიდენი აცხადებს, რომ დემოკრატები, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამერიკის აღდგენას შეუდგებიან

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ქვეყნის ცხოვრებაში, ხოლო დემოკრატები მზად არიან, თუ გაიმარჯვებენ, დაიწყონ ამერიკის აღდგენა. ამის შესახებ ოთხშაბათს ვილმინგტონში (დელავერის შტატი) განაცხადა ჯო ბაიდენმა. მან ისაუბრა კამაალა ჰარისთან ერთად გამართულ პირველ ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც მის მიერ სამშაბათს დასახელდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად.

”ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. არჩევნები მოვა, რომლის შედეგმაც შეიძლება შეცვალოს ქვეყანა. არჩევანი, რომელიც გაკეთდება ნოემბერში, განსაზღვრავს ამერიკის ბედს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა, ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობის გასაძლიერებლად და რაც მთავარია, მოვიგოთ ბრძოლა ამერიკის სულისთვის”, – თქვა მან.

ბაიდენმა თქვა, რომ მან ძალიან კარგი არჩევანი გააკეთა, როდესაც კალიფორნიის სენატორი ჰარისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

”კამალა ჰარისმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იბრძოლოს ამერიკის ძირითადი ბირთვის – მისი საშუალო კლასის ინტერესებისთვის. მან იცის მენეჯმენტი და შეუძლია მიიღოს მკაცრი გადაწყვეტილებები. ის მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა პირველი დღიდან. ჩვენ ორივე მზად ვართ, რომ აღვადგინოთ ამერიკა”, – აცხადებს ბაიდენი.

ჰარისმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მმართველობის დროს ქვეყანაში უმუშევრობის ზრდის ტემპი სამჯერ გაიზარდა. ამავდროულად, სენატორმა არ ახსენა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა წელს შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ზრდაში.

“არჩევნების აზრი არა მხოლოდ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის დამარცხებაა, არამედ ქვეყნის აღდგენა და მისი გაუმჯობესება”, – აღნიშნა სენატორმა. თუ იგი ნოემბერში გაიმარჯვებს არჩევნებში, მან პირობა დადო, რომ შექმნის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს, იბრძოლებს კლიმატის გლობალური ცვლილების წინააღმდეგ და სხვა.

”3 ნოემბერს არჩევნებზე ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ნდობის მანდატი, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ, დემოკრატებს, ჩვენს აზრებსა და მისწრაფებებს არ წარმოადგენდა”, – შეაჯამა ჰარისმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად