ბაიდენი: აშშ-სთვის საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთი, ხოლო კონკურენტი ჩინეთია

ჯოზეფ ბაიდენს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სთვის საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთია. მან ეს მოსაზრება გამოხატა CBS ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე.

წამყვანის კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანაა მისი აზრით ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველი შეერთებულ შტატებისათვის, ბაიდენმა უპასუხა: ”მე მჯერა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისა და ალიანსების შელახვის თვალსაზრისით და მეორე, მე მჯერა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი კონკურენტია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომას ვიცავთ მათთან”.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის ამჟამინდელი ლიდერის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ასეთივე სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო არენაზე. ”ნახეთ რას აკეთებს ის (ტრამპი) – იგი უახლოვდება ყველა დიქტატორს და თითებს უქნევს ჩვენს ყველა მეგობარს”, – დაასკვნა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად