ბაია პატარია ნიკა გვარამიას: ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?!

“გუშინ გვიან ვნახე ბავშვთა პორნოგრაფიაზე მთავარი არხი • Mtavari Arkhiს სიუჟეტი. რაც ვნახე, იმას იმდენად არ მოველოდი, რომ ენა ჩამივარდა. ვერც კი გავბრაზდი, უმწეოდ ვიგრძენი თავი” – ამის შესახებ უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელმა ბაია პატარაია.

“საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების …  ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ? რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი? რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?

რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ. რატომ? რაააატოოოოომ??????????? ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?” – წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად