ბაია პატარაია: ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში სათამაშო ყუმბარით, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?

“ლესბოსელი ქალი რომ შევარდნილიყო ბანკში სათამაშო ყუმბარით და ეთქვა, რომ სახლიდან გამოაგდეს, სამსახურში არ აჰყავთ, ქუჩაში სცემენ და აგინებენ, და ასეთია უამრავი ლგბტ ადამიანის ბედი და მოეთხოვა სახელმწიფოსაგან ჰომოფობიასთან ბრძოლა, ვინ დაუდგებოდა მას გვერდში მორალურად?” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვაბელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“თქვენ თავს ჰკითხეთ, მე არ გთხოვთ საჯარო ” – წერს ბაია პატარაია facebook- ში.

შეგახსენებთ,2 დღის წინ, წერეთლის გამზირზე მდებარე “მიკრო ბიზნეს კაპიტალიში” ლევან ზურაბიშვილი შეიჭრა და მძევლად 19 ადამიანი აიყვანა. მას მიკროსაფინანსო ორგანიზააციისთვის ან პოლიციისთვის ფული არ მოუთხოვია.

ლევან ზურაბიშვილი საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვას, წამლებზე ფასების გაძვირებას და ბანკების მიერ სესხზე მაღალი პროცენტის დაწესებას აპროტესტებდა. მან ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

პოლიციამ ლევან ზურაბიშვილი იმავე დღეს დააკავა და წინასწარი დაკავების იწოლიატორში გადაიყვანა.

ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ  ეს პროტესტის ფორმა და პერფორმანსი იყო    და დაკავებულს ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა.

საქართველოს პროკურატურამ კი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლევან ზურაბიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურრი ინფორმაციით, ” 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.”

პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ლევან ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სოციალურად ძალიან უჭირდა. საზოგადოების ნაწილმა “მიკრო ბიზნეს კაპიტალიში” შეჭძრილი ლევან ზურაბიშვილის ქმედება კრიმინილად არ აღიქვა და მის მიერ ჩადებილი ქმედება სოციალურ ფონს დაუკავშირა.

სოციუალურ ქსელ “ფეისბუქის” მომხმარებლემა ლევან ზურაბიშვილის დედისთვის ფულის შეგროვებაც კი დაიწყო.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად