A1 ბანერი

ბაია გადაბაძე: “მაესტროს” ჟურნალისტებს შებმა არ სჭირდებათ, არჩევანს თავად გააკეთებენ

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გადაცემაში "2030" კიდევ ერთხელ ისაუბრა ტელეკომპანია "მაესტროში" არსებულ მდგომარეობაზე. რაც შეეხება ჟურნალისტებს გადაბაძემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს შებმა არ სჭირდებათ, რადგან მათ კარგად იციან ვისთან მუშაობენ.

“მაესტროს ჟურნალისტებთან მოლაპარაკება არ მქონია. მათ, ბოდიში მომითხოვია და, შებმა არ სჭირდებათ. კარგად იციან, რა ტელევიზიაში მუშაობენ, ვისთან მუშაობენ, როგორი თავისუფლები არიან და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მე მათ ვუთხარი, რომ თუ ჩემი მხრიდან შეთავაზება იქნება, იქნება ზუსტი და არა გადაჭარბებული, რომ ზედმეტი მოლოდინები არ გავუჩინო. არჩევანს თავად გააკეთებენ,” – განაცხადა გადაბაძემ.

მისივე თქმით, მაკა ასათიანს "მაესტროში" 49 მილიონი ჩადებული აქვს, მაგრამ ეს ფული მატერიალური ფასეულობების შესაძენად იხარჯებოდა.

"ბიუჯეტის მიმართ დაგროვილ დავალიანებას რაც შეეხება, ის ბოლო წელს დაგროვდა, როცა ტელევიზიაში მაკა ასათიანი ამხელა თანხებს ვეღარ აბანდებდა. ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-ს 23 მილიონი აპატია, "იმედს" – 16 მილიონი, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, პირველ არხს – რამდენიმე მილიონი და პირველმა არხმა რატომ არ გადაიხადა გადასახადები?! თუ მეკითხებით, გადასახადებს რატომ არ ვიხდიდი, გპასუხობთ, რომ მილიონობით გადასახადი, რომ მოუხსნეს ტელევიზიებს, ეს გასაკვირი არ არის. იმათთან შედარებით, მე დავალიანება კაპიკები მაქვს. გაკოტრებაზე საქმე რომ შევიტანე, ეს იმას გულისხმობს, ვალები უნდა ჩამოგაწერონ,” – აცხადებს გადაბაძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...