ბაჰამის კუნძულელმა ქალმა 97 ძაღლი შეიფარა და ისინი ქარიშხალ დორიანსგან დაიცვა (ფოტორეპორტაჟი)

ბაჰამის კუნძულ ქალაქ ნასაუში მცხოვრებმა ჩელა ფილიპსმა დამანგრეველ ქარიშხალ დორიანს 97 ძაღლი განარიდა და ისინი საკუთარ სახლში მიიყვანა.

ჩელა ფილიპსი თავის ფეისბუქზე აცნობებს მკითხველს, რომ ის უკვე თოთხმეტი წელია, რაც უპატრონო ცხოველებზე ზრუნავს. აქედან ბოლო ოთხი წელი ის თავშესაფარს “ნასაუელი უტყვი ძაღლები” ხელმძღვანელობს. ჩელას თქმით, ძაღლები ძალიან შეშინებულები იყვნენ და ქარიშხლის დამთრგუნავი ხმაურისგან მათი ყურადღების გადატანის მიზნით მათთვის მღეროდა და თამაშობდა.

ახლა, როდესაც ქარიშხალი დაცხრა, ძაღლებს მაინც ვერ ვუშვებ სახლიდან, რადგან წვიმას ჯერ კიდევ არ გადაუღია, – წერს ჩელა ფილიპსი. იგი აცნობებს მკითხველს, რომ მას ძაღლების საჭმელი დიდხანს არ ეყოფა და იმედს გამოთქვამს, რომ მას დაეხმარებიან.

სახლში შეფარებული 97 ძაღლიდან 79 ჩემ საძინებელშია, – წერს ჩელა ფილიპსი და ფეისბუქზე მასთან სახლში მყოფი ძაღლების ფოტოსურათებს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...