ბაჰამის კუნძულებზე, ქარიშხალ “დორიანის” შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ბაჰამის კუნძულებზე, ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სახელმწიფოს პრემიერმინისტრმა განაცხადა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა მინიმუმ 23 დაღუპულის შესახებ. გარდა ამისა, ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულად მიჩნეულია 100 ადამიანი.

აგვისტოს მიწურულს, ბაჰამის კუნძულების პრემიერმინისტრმა, მოახლოებული ქარიშხლის გამო ევაკუაცია გამოაცხადა. 1 სექტემბრიდან კი „დორიანი“ საშიშროების უმაღლეს – მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა, შემდეგ კი მეორეზე ჩამოვიდა.

აშშ-ში კი საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული ფლორიდის, ვირჯინიის, სამხრეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად