ბაჰამის კუნძულები ქარიშხალ “დორიანის” შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ბაჰამის არქიპელაგის რამდენიმე კუნძული ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ძლიერ დაზარალდა. დაღუპულია 7 ადამიანი, ხოლო დაზიანებულია 13 ათასზე მეტი სახლი.

ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებს თავს 1 სექტემბერს დაატყდა თავს. მას საშიშროების უმაღლესი, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს. 3 სექტემბერს “დორიანის” საშიშროების დონე მესამე კატეგორიამდე ჩამოვიდა. 4 სექტემბერს ქარიშხლის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 7-ს მიაღწია, მათ შორის არიან ბავშვები. სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში, ფლორიდასა და ჯორჯიაში, ქარიშხლის გამო საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად