A1 ბანერი

ბაგრატ ნაგლიაშვილმა ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ეკატერინბურგის გრანდ სლემზე 60-66კგ წონითი კატეგორიის ძიუდოსტებმა დაასრულეს ასპარეზობა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ნიდერლანდელ თორნიკე ჭკადუას (N15) შეხვდა. უილეთოდ მიმდინარე შეხვედრაში, ოქროს დროის მესამე წუთზე, როდესაც მეტოქეებს ორ-ორი შიდო ჰქონდათ, ჭკადუამ ვაზარი აიღო და გაიმარჯვა.
1, უნუბოლდ ლხაგვაჯამტსი (N169, მონღოლეთი)
2. იუმა ოშიმა (N39, იაპონია)
3. ალბერტ ოგუზოვი (N9 , რუსეთი)
3. თორნიკე ჭკადუა (15, ნიდერლანდები)

66კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნაგლიაშვილი (N42) იაპონელ ტაროჰ ფუჯისაკას (N98) დაუპირისპირდა. ნინიაშვილი ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ კი მან იპონზე დასცა მეტოქე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაგრატ ნინიაშვილმა თავის რეიტინგს 500 ქულა შემატა, ფულადი ჯილდოს სახით კი 1500 $ (აქედან 300 მწვრთნელის წილია) მიიღო.

1. კილიან ლე ბლუში (N46, საფრანგეთი)
2. ისა ისაევი (N130, რუსეთი)
3. ბაგრატ ნინიაშვილი (N42)
3. ბარუხ სმაილოვი (N4, ისრაელი)

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...