ბაგრატ გაგნიძე ესტონეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ქუთაისელი ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) ესტონეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია.

თავისუფალი სტილით ჭიდავში, ნაკრების წევრმა ისრაელის წარმომადგენელ კასპეროვიჩს და ალჟირელ ბენფერდიალას მარტივად მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელი მილან მესტერი, დაძაბულ ორთაბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გაგნიძე ფინალურ ორთაბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ აჰმად ტაშუხაჯიევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...