ბაღის დირექტორი: არაფერი ყოფილა ბაღში გადამალული, თევზი დაიწვა იმ დღეს სამზარეულოში

2014 წლის სექტემბრიდან დღემდე  ბაგა-ბაღის 20-ზე მეტი დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განმარტა, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა.

“დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა”,-განმარტავენ ბაგა-ბაღების სააგენტოში.

აღნიშნულ ბრალდებებს არ ეთანხმება 91-ე ბაგა-ბაღის დირექტორი. ლალი ნაფეტვარიძე ერთ-ერთია იმ სამი დირექტორიდან რომელიც თანამდებობა ამ კვირაში დატოვა.  ნაფეტვარიძე “აიპრესთან” ამბობს, რომ მასთან არც გადამალული საკვები და სათამაშოები და არც რაიმე სხვა ნივთები აღმოუჩენიათ. როგორც აიპრესთან ამბობს, მონიტორინგის ჯგუფი მასთან ბაღში იმ დროს მივიდა, როცა სამზარეულოში თევზი დაიწვა. ნაფეტვარიძე აცხადებს, რომ ის მომხდარის შესახებ სამზრეულოდან საქმის კურსში არ ჩააყენეს და ამის შესახებ პირდაპირ მონიტორინგის სამსახურს შეატყობინეს. აღნიშნულს ნაფეტვარიძე პოლიტიკური მოტივით ხსნის და განმარტავს, რომ მისი შვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელია.

“მე არ ვიცი რა მოხდა სხვა ბაღებში, მაგრამ რაც შეეხება ჩემს ბაღს, არაფერი ყოფილა გადამალული, არც საკვები, არც სათამაშო, საწყობში ყველგან ყველაფერში წესრიგი იყო, უბრალოდ, იმ დღეს დაიწვა თევზი და იმ პროცესში შემოვიდა ზუსტად მონიტორინგი, როცა მიმდინარეობდა პარალელურად შეწვა და გადანაწილება ჯგუფებში.

მე ვერ მოვასწარი რეგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რამე ღონე მეხმარა. ეს ჩემი მოსაზრებით, იყო მოწყობილი, იმიტომ რომ ვინც დაწვა ალბათ შეატყობინა მონიტორინგს, რომ მე ვერ მომესწრო მასზე რეაგირება და არ ვყოფილიყავი საქმის კურსში და როცა მე კაბინეტიდან სამზარეულოში ჩამოვედი ჯგუფი დამხვდა მონიტორინგის და დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ერთ კილოგრამამდე ხორცი იყო დამწვარი, რომელიც რა თქმა უნდა ბავშვებს ვერ მიეცა. ეს დაფიქსირდა, რომ ბავშვებს არ მიეცა ის საჭირო რაოდენობა პროდუქტების, რაც იყო გათვლილი.

როცა ასეთი ფაქტი მოხდა, მაშინვე უნდა ეცნობებინათ ჩემთვის და მოხდებოდა აქტს შედგენა დამწვარ პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ მე საქმის კურში არ ჩამაყენეს. ეს თევზი რა თქმა უნდა ბავშვებს არ მისცეს, ეს ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა, ვიდეთვალებია და შეუძლიათ ამოიღონ, როცა შემოვიდა მონიტორინგი პროცსი მიმდინარეობდა, საკვები შეჰქონდათ ჯერ კიდევ ჯგუფებში ამ დროს.  მე არ ვიცოდი თევზის დაწვის შესახებ, მოვიდა მონიტორინგის ჯგუფი, დამირეკეს, რომ შემოწმებაა, ჩავედი და დავდექი ფაქტის წინაშე.

მსგავსი დარღვევა ჩემს ბაღში სხვა დროს არ დაფიქსირებულა. სააგენტოს წერილობითაც ვაცნობე, რომ სექტემბრის შემდეგ იყო მეშვიდე მონიტორინგი და  მანამდე მსგავსი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ჩემთან იყო საკრებულოს ფინანსური კომისია 2015  წლის აპრილის თვეში და სამი თვის შემდეგ სააგენტომ ამ კომისიის საფუძველზე გამომიცხადა საყვედური, მაშინაც არ ვეთანხმებოდი ამ საყვედურს და თავს დამნაშავედ ვგრძნობ ეხლა, რომ მაშინ არ გავასაჩივრე ეს.  როცა ვეკითხებოდი მაშინ რისთვის დავიმსახურე საყვედური, ეს გაურკვეველი იყო, ვერ მპასუხობდნენ. ეს ფაქტიურად იყო პოლიტიკური ამბავი, ჩემზე იყო სულ ასეთი ზეწოლა და კონტროლი და ბოლოს მაინც რაღაცას მიაღწიეს. არანაირი ფინანსური დარღვევა, გადაცდენა არ ყოფილა, ყველაფერი წესრიგში მქონდა. განმიმარტეს რომ საყვედური მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისთვის მივიღე, სხვა არაფერი მითხრეს. მაშინ როცა საყვერუდი მომცეს, დავუკავშირდა ერთ-ერთ წევრს, რომელიც შემოწმებაზე იყო და ვკითხე რა ხდებოდა, მას გაუკვირდა და მითხრა, რომ მათგან არანაირი მსგავსი მითითება არ ყოფილა მათ დასკვნაში. საყვედურში ჩაიწერა დისციპლინარული დარღვევა, ესე ზოგადად, არც განმარტებები მიმიღია ამაზე.

ჩემი შვილი არის დიდუბის რაიონის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, იყო გამგებლის მოადგილეც, მაჟორიტარ-დეპუტატად იყრიდა კენჭს და ვთვლი, რომ მაინც ეს იყო ყველაფერი პოლიტიკური. სასამართლოში ამას ყველაფერს ვასაჩივრებ, ვაგროვებ უკვე საბუთებს და ამას ესე არ დავტოვებ”,-აცხადებს ნაფეტვარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...