ბაღდათში, სოფელ ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 1 მარტიდან დაიწყება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერსათისა და შუბანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 მარტიდან დაიწყება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “გი-ან 2011”-ი შეასრულებს, ტენდერის პირობების თანახმად 1700 გ/მ გზაზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ქვის გაბიონები, ბეტონის საყრდენი კედლები და ლითონის ზღუდარები.
აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყება და 28 ივნისს დასრულდება, რომლის ღირებულებაც 693 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანია ფერსათი-შუბნის საავტომობილო გზაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთდ პირადად გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად