ბაღდათში სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება. დღევანდელი მონაცემებით. ბაღდათის მუნიციპალიტეტში24 პირი რჩება თვითიზოლაციაში.
მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ყავს ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად