ბაღდათში მოხალისეები ხანდაზმულების დახმარებას საგანგებო ვითარების დასრულებამდე გააგრძელებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულებს მოხალისეები უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან.

თითქმის ერთი თვეა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას უწევენ და უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარების საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.

მოხალისეები ხანდაზმულების დახმარებას ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების დასრულებამდე გააგრძელებენ .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად