ბაღდათში მოხალისეები ხანდაზმულ მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფი, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან.

უფასო სასადილოს 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს კი საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.

მოხალისეთა ჯგუფი წითელი ჯვარის წარმომადგენლებისგან არის დატრენინგებული.

მოხალისეები ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაადგილდებია და სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების სანიტარული ნორმების მონიტორინგს ახდენენ .

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად