ბაღდათში მინერალური წყლის საწარმო ამუშავდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფრომაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა და 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

500 კვადრატულ მეტრზე აშენებულ საწარმოში ამ ეტაპზე საჭირო ტექნიკა მონტაჟდება, მათ შორის არის 8 ფილტრი, რომელშიც მოხდება წყლის გაფილტრა.

საწარმო ექსპლუატაციაში გაზაფხულიდან შევა.

როგორც მფლობელებმა განაცხადეს პირველ ეტაპზე 25-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

პროდუქცია “ზეკარის” სახელწოდებით შიდა ბაზარზე ზაფხულიდან გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად