ბაღდათში მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში, მსახიობ ზანდა იოსელიანის საღამო გაიმართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით, ვ.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში, მსახიობ ზანდა იოსელიანის საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ზანდა იოსელიანი ოჯახთნ, მეგობრებთნ და კოლეგებთნ და ერთად დაესწრო. მსახიობი წარმოშობით ბაღდათიდანაა და მუნიციპალიტეტში მისი სამსახიობო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად გაიმართა, სადაც საუბარი ზანდა იოსელიანის როგორც თეატრის ასევე კინო მოღვაწეობას შეეხო.

საღამო ემოციურად დატვირთული იყო როგორც მსახიობისთვის ასევე დამსწრე აუდიტორიისთვის, წლების შემდეგ ზანდა იოსელიანი კლასელებს , ბავშვობის მეგობრებს და იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებთნ ერთადაც სოფელ ფერსათში უამრავი ბედნიერი დღე გაუტარებია.

ღონისძიების დასასრულს მსახიობმა ბაღდათთან დაკავშირებული წლები გაიხსენა, მაიაკოვსკის ლექსები წაიკითხა და ღონისძიების ორგანიზატორებს გახსენებისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბაღდათის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად