ბაღდათის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდა.

სოფელ როხში ე.წ შემოვლითი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1,800/მ. გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯეო როუდ ინვესტი” ასრულებს. რომლის ღირებულება 735,675 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ როხის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთნ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთნ ერთდ დაათვალიერა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან როხის მოსახლეობას რამდენიმე სოფელთან აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად