ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახინკლე “საჩვენოს” კლასტერი ფართოვდება

როგორც „აიპრესს” ბაღდათის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მაჩიტაძემ განუცხადა, კვების ობიექტში კორონავირუსი ბარმენს 41 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რის შემდეგადაც ვირუსი ინფიცირებულის ხუთ თანამშრომელს და ოჯახის ორ წევრს დაუდასტურდა.

„კონტაქტების კვლევას ვიწყებთ, რამდენზე გავალთ არ ვიცით. შიდა კონტაქტები ცნობილია, თუმცა ადგილზე შედიოდა მთელი რაიონი და მიირთმევდა ხინკალს”, – აცხადებს მაჩიტაძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად