ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამოცდაათ წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

220-მა ხანდაზმულმა სადღესასწაულოდ საკვები პროდუქტები ბაღდთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოციალური კამპანიის „ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მიიღო.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე მუნიციპალიტეტში მომუშვე ინდივიდუალურმა მეწარმეებმა მიიღეს, ამ ეტაპისთვის 26 500 ლარია დარიცხული.

მოხალისეებმა თანხის ნაწილით 250 მარტოხელა სოციალურად დაუცველ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქებს სურსათით მარტის თვეშიც დაურიგეს.

“ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ – ასე ქვია ფონდს, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 266 შემომწირველი ჰყავს.
საქველმოქმედო ფონდი ძირითადად მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით, ასევე ბაღდათელი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული.

მოხალისეებს პირბადეებით, ხელთათმანებით და ანტისეპტიკური საშუალებებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს, ასევე მუნიციპალიტეტი დახმარებას მოხალისეებს ტრანსპორტირებაშიც უწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად