ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 -ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცემათ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 -ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს, იმერეთის განვითარების ცენტრი, World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს. სასაურსათო პაკეტების დარიგება დღეიდან დაიწყო.

მუნიციპალიტეტში მცხოვრე მრავალშვილიან ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები იმერეთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩხობაძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინა ტყეშელაშვილთან ერთად სახლებში მიუტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად