ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის კოლექციას ახალი წიგნები შეემატა

სხვადსახვა ჟანრის ლიტერატურა ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ გადასცა.

დღესვე პროექტ „მაღალმთიან რეგიონებში სათემო ბიბლიოთეკების დახმარება პანდემიის პირობებში ონლაინ სერვისების გასაზრდელად“ ფარგლებში, სოფელ ობჩის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. აღნიშნულ პროექტს „საერთაშორისო ასოციაცია სივიტას გეორგიკა” და პოლონური ორგანიზაცია „PCPM – პოლონური საერთაშორისო დახმარების ცენტრი“ ახორციელებს. პროექტს აფინანსებს: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომლის ფარგლებში საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტის 26 სათემო ბიბლიოთეკა აღიჭურვა ციფრული ტექნიკით (კომპიუტერი, პრინტერი, ID ბარათის წამკითხველი, ინტერნეტის მოდემი) და საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის მიზნთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისი აღჭურვილობით (დისტანციური თერმომეტრი, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარების შესაბამისი ჭურჭლით). ოცდაექვსივე ბიბლიოთეკის თანამშრომელს ჩაუტრადა ტრენინგები, რის საფუძველზეც ისინი უკეთ შეძლებენ ბიბლიოთეკის მართვას კოვიდ პანდემიის პირობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად