ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უმწეოთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა

სადღესასწაულო ტკბილეული და საკვები პროდუქტები უფასო სასადილოს 60-ვე ბენეფიციარმა მიიღო.

სამოცდაათ წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მარეხ მშვენიერაძემ პირადად შინ მიუტანა.

ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, როგორც მთელ საქართველოში, ასევე იმერეთშიც 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე დაემხარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად