ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დროებით შეჩერდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან,
კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სამარშრუტო ტაქსების მომსახურება დროებით შეჩერდა.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება თვითმმართველობამ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.
ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ,მუნიციპალიტეტის უფასა სასადილოს 55-ი ბენეფიციარი შინ წაღების სერვისით სარგებლობენ.
ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მოხალისეები გაუწევენ.
როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე აცხადებს. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება იმისთვის რომ, მუნიციპალიტეტში ეპიდემია არ გავრცელდეს. ყოველდღიურად ხდება სასურსათო და კვების ობიექტების შემოწმება. ასევე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მაქსიმალურად დაცულია უფასო სასადილოში სანიტარული ნორმები ბენეფიციარები კი შინ წაღების სერვისით სარგებლობენ. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კი საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარებას გავუწევთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად