ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში N2-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ არჩილ გოგსაძესთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნული ბაღის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს “ბა-ნი” აწარმოებს, რომლის ღირებულებაც 562000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ დიმის N2-ე საბავშვო ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და ახალ სასწავლო წელს 50 აღსაზრდელს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად