ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ე.წ. ატეკის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ამ ეტაპზე გზის ნაწილზე მოეწყო რკინა-ბეტონის საფარი. აღნიშნული სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “ჯეო როუდ ინვესტმა” შეასრულა.

აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 801680 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, ოქტომბერში დაიწყო და მეორე ოტაპი 2021 წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად