ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მოხალისეთა ჯგუფმა სოციალური კამპანია “ბაღდათელები ერთმანეთისთვის” წამოიწყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა მოხალისეთა ჯგუფმა სოციალური კამპანია „ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ წამოიწყო. საქველმოქმედო სოციალურ კამპანიას არამარტო ბაღდათის მუნიციპალტეტის მოქალაქეები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებიც შეუერთდნენ.

სოციალური კამპანიის ფარგლებში მოხალისეებმა 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს, საკვები პროდუქტები გადასცეს.
ფონდი ყოველდღიურად ივსება , როგორც ფულადი დახმარებით ასევე მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით , რაც შემდეგ ხანდაზმულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაეცემა.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები
ყოველდღიურ რეჟიმში დახმარებას უწევენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე და უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარების საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად