ბაღდათის მუნიციპალიტეტის აგრალური ბაზარი დროებით დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის აგრალური ბაზარი დროებით დაიხურა.

მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ასევე, დროებით შეიზღუდება ყველა სახის გარე ვაჭრობა. მოსახლეობას საკვები პროდუქტების შეძენა მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში შეეძლებათ.
სასურსათო მარაღაზიებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებით, ყოველდღიურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობას მოუწოდებს გაგებით მოეკიდოთ ქვეყანაში არსებულ საგანგებო ვითარებას და გაითვალისწინონ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად