ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მოწყვლად ჯგუფებს საკვები პროდუქტები გადასცა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასახვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან ერთად სოციალურად დაუცველ და ხანდაზმულ ოჯახებს ეწვია და საკვები პროდუქტები გადასცა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დახმარება უკვე 1500-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, რომელთა ნაწილი საქველმოქმედო ფონდ “ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ შემოწირულობით განხორციელდა. საკვები პროდუქტები მიიღეს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმაც. ამჯერად ბაღდათის თვითმმართველობა 300 სხვადასხვა კატეგორიის ოჯახს ეხმარება. საკვები პროდუქტები ბაღდათის მერიამ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძინა, რომლის ღირებულებაც 14,305 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად