ბაღდათის მერი: 2019 წელს მუნიციპალიტეტში ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ მაესტრო ეთერში, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

“2019 წელს მუნიციპალიტეტში ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ამასთანავე დაემატა კიდევ რამდენიმე პროექტი, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დამოკიდებულება გარკვეულ წილად შეიცვალა, თანხის გამოყოფა ხდება რამდენიმე ეტაპად, ვადები გვაქვს ხელშეკრულებებთან და სამუშაოს შესრულებებთან დაკავშირებით, თუ ყველა პარამეტრს დავაკმაყოფილებთ დამატებით ხდება თანხების მოძიება , სწორედ ამან განაპირობა ის რომ, გასულ წელს დავიწყეთ 3, 5 მილიონი ლარით და წლის ბოლოს 8 მილიონამდე ავედით,
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ყველა სოფელში მისასვლელი გზა დაიგო დარჩენილი იყო მხოლოდ სოფელი შუბანი, რომლის საგზაო სამუშაოები შარშან დავიწყეთ და წელს დასრულდება , ამით ძირითად სოფლებში სადაც მოსახლეობაა გზის პრობლემა იქნება მოხსნილი, დარჩება ორი სოფელი რომლებიც პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისგან მხოლოდ, სადაც ზაფხულობით არის მოსახლეობა,
სოფელ ნებიერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგება გზა. ასევე გვინდა სოფელ ზეკართან დამაკავშირებელი გზის პროექტის გაკეთება, მუნიციპალიტეტში გზების მხრივ პრობლემა არ გვაქვს, 2020 წელს შვიდი პროექტი გვაქვს, ყველა ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია , დღეს მოეწერა ბოლ ორს ხელი. მარტიდან დაიწყება ინტენსიური სამუშაო პროცესი შვიდივე ობიექტზე, ასევე ვიწყებთ შიდა საუბნო გზების მოწესრიგებას.

წყალმომარაგების კუთხით რთული ვითარებაა ბაღდათში, წლების მანძილზე ეს სისტემა ხელშეუხებელია და პრაქტიკულად არ არსებობს, მაგალითად საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. წყლის მომარაგება ბაღდათში არ არის 24 საათიანი, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. თითონ წყლის ხარისხი საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია, ამ მიმართულებით ჩვენ ვართ რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორის სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად გამოყოფს თანხებს, წინა საპროექტო კვლევა შარშან ჩატარდა, წელს ველოდებით საპროექტო სამუშაოების დაწყებას, 10 წლიანი პროექტი იქნება, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია 60 მილიონი ლარის სამუშაოების ჩატარება ქალაქ ბაღდათში, წყლის ,კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჯერჯერობით ქალაქ ბაღდათში და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში.

რაც შეეხება ამბულატორიების საკითხს, ყველა სოფელში მოწესრიგებულია. გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ყველა ამბულატორიის შენობს, სოფელ ნერგეეთში კი ახალი აშენდა, წელს სოფელ საკრაულაში საკუთარი სახსრებით ვაფინანსებთ ამბულატორიის მშენებლობას. გაზმომარაგებას რაც შეხება 25 სოფლიდან 20 სოფელი გაზიფიცირებულია. რჩება 5 სოფელი რომელიც მოშორებულია ცენტრს 20 კმ-ით. მუნიციპალიტეტმა მიმართა გაზის გამანაწილებელ კომპანიას წერილობით და იმედი გვაქვს რომ ამ სოფლებშიც მოხდება ბუნებრივი აირის მიყვანა”, – განაცხადა მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად