ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი – ვანი – დაფნარის საავტომობილო გზაზე 13-კმ-მდე (კმ 35 -კმ 48) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში, ძირითადად დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

არსებული გზა იყო დაზიანებული. გზის საფარზე წარმოქნმნილი იყო ორმოები და ჯდენები. მწყობრიდან იყო გამოსული არსებული წყალგამტარი მილები და ხელოვნური ნაგებობები, რაც მგზავრთა გადაადგილებისას საფრთხეს ქმნიდა.

პროექტის შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდა გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, 3 სახიდე გადასასვლელი, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10,6 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად