ბაღდათ მერმა “მაესტროს” ეთერში მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ მაესტროს ეთერში მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა.
ტურიზმი ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, წელს აღნიშნული სფერო პირველად მოხვდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებში,
ტურიზმის განვითარების კუთხით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, უნდა ავღნიშნო რომ მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის პროექტს, მერები ეკონომიკური ზრდისთვის, იმავე წელს ჩვენ წარვადგინეთ მუნიციპალიტეტის 4 წლიანი ეკონომიკური განვითრების გეგმა, რომელმაც საუკეთესო შედეგი მიიღო. ამის მიხედვით ვახორციელებთ საქმიანობას, ძირითად პრიორიტეტად აქცენტი ზუსტად ტურიზმზეა გაკეთებული, ბაღდათი თავიდანვე აქტიურად იყო ტურიზმში ჩართული, გამომდინარე იქედან რომ კურორტი საირმე ბაღდათის ტერიტორიაზეა, აქ არის კურორტი ზეკარი რომელიც ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს, რომლის გაცოცხლება შესაძლებელია ქუთაისი – აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის დახმარებით, რომლის სამუშაოებიც შარშან დაიწყო და უკვე 10 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირებულია, აქვე არის მიტოვებული სოფლები რომლის აღორძინებას აღნიშნული გზის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს , ეს გზა ასევე აკავშირებს ორ რეგიონს.
იმერეთის და სამცხე ჯავახეთის, ქუთაისის აეროპორტი მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო გაზარდოს ტურისტების რაოდენობას , რაც ბაღდათისთვის უმნიშვნელოვანესია რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტი მოშორებულია ძირითად კვანძებს როგორიცაა რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალი. ამ გზამ შესაძლოა ბაღდათს კარგი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად