ბაღდადში, საპროტესტო აქციების დროს, 12 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საპროტესტო აქციების დროს, მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა,-ინფორმაციას სააგენტო Asssociated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ისროლეს.

ერთი დღით ადრე,  ტაჰრირის მოედანზე, სადაც ერაყელი მომიტინგეები შეიკრიბნენ, 13 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.

ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. ერაყის პრემიერმინისტრის ადელ აბდულის გადადგომის მიუხედავად, აქციები არ წყდება.

ერაყში, დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 400 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

თავდაპირველად მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას ახალგაზრდების უმუშევრობასა და კორუფციის წინააღმდეგ მეტი ყურადღება მიექცია,  შემდეგ კი არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად