ბაღდადში კასემ სულეიმანს ათასობით ადამიანი ემშვიდობება

ბაღდადში, ისლამური რევოლუციური ჯარების კორპუსის (IRGC) სპეცრაზმის მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ კასემ სულეიმანის სამგლოვიარო მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა.

მსვლელობაში მონაწილეთა უმრავლესობას თეთრი ფერის ტანისამოსი აცვია, მათ ხელში ერაყის დროშები და სულეიმანის პორტრეტი უჭირავთ.

სააგენტო AP-ის ცნობით, აქციის მონაწილეები ასევე გენერლის მრჩევლის, აბუ მაჰმდი ალ მუჰამდისის სიკვდილსაც გლობენ. აშშ-ს საჰაერო თავდასხმის დროს სულეიმანთან და ალ-მუჰმადისთან ერთად, კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაცვის თანამშრომლები.

მსვლელობა იმამ მუსა ალ-ქაზიმის მეჩეთიდან – ბაღდადის ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო შიიტური სალოცავიდან დაიწყო.

სამგლოვიარო ღონისძიებები სამხრეთ ერაყში შიიტი მუსლიმების წმინდა ქალაქ ენ-ნაჯაფში დასრულდება, რომელიც ბაღდადიდან 157 კილომეტრში მდებარეობს. როგორც AFP აღნიშნავს,  სულეიმანის ლიკვიდაციის გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

ასევე, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება. მან ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეციალური ძალების ახალ მეთაურად დანიშნა.

მომხდარის შემდეგ, აშშ-ს სამხედრო სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლა გადაწყვიტა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...