ბაღდადში ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის ოთხი თანამშრომელი გაუჩინარდა

ბაღდადში არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Chretiens d’Orient-ის ოთხი თანამშრომელი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“საფრანგეთის სამი და ერაყის ერთი მოქალაქე გაუჩინარდნენ”,- ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

”მათ სასტუმრო დატოვეს და ბაღდადში, შეხვედრაზე გაემგზავრნენ”, -განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ჟანა დერ აგოპიანმა.

მისი თქმით, თანამშრომლები ორშაბათს, საღამოს გაუჩინარდნენ, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

”ორშაბათს, ღამის შემდეგ, მათთან სატელეფონო კავშირი გაწყდა,” – დასძინა დერ აგოპიანმა.

წინასწარი მონაცემებით, საუბარია შესაძლო გატაცებაზე.

გამოცემის თანახმად, ფრანგები ბაღდადში, ვიზის გასაგრძელებლად და ადმინისტრაციული საკითხების გადასაჭრელად გაემგზავრნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, ასოციაციამ განაცხადა, რომ მათ უკვე აცნობეს საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ.

SOS Chretiens d’Orient-ი ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პარიზშია დაფუძნებული.

შვილობილი კომპანიები მდებარეობს ერაყის ქურთისთანში, რომელთაგან ერთ-ერთი დედაქალაქ ერბილში. ასევე, ორგანიზაციის თანამშრომლები მუშაობენ სირიაში, ლიბანში, იორდანიასა და ეგვიპტეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად