ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა

ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა. როგორც BBC იტყობინება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მთავრობამ ჯერჯერობით 177 დაღუპულის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ხოლო 155 პირის ვინაობა უკვე დადგენილია და მათი ცხედრები ნათესავებს გადასცეს. სამინისტროს განცხადებით, აფეთქებების შედეგად 200 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა გასულ კვირას მოხდა და ერთ-ერთი მასშტაბური ტერაქტი იყო ბოლო წლების განმავლობაში. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.   

2-3 ივლისს, ერაყის დედაქალაში ტერაქტების სერია მოხდა. თავდაპირველად აფეთქება ერაყის დედაქალაქში, ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა.  ექიმებისა და ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

კიდევ ერთი აფეთქება ბაღდადში  შიიტებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მომხდარის გამო ქვეყანაში დამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბაღდადში თავდასხმების სერია მას შემდეგ გახშირდა, რაც ერაყის არმიამ ქალაქები „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლა. ბოლო დღეების განმავლობაში ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტებისგან სამი სოფელი გაათავისუფლა. ოპერაციის შედეგად 29 მებრძოლი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად