ბაღდადში აფეთქებების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქში მომხდარი 3 აფეთქების შედეგად, სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პირველი აფეთქება ბაღდადის ერთ-ერთ რესტორანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელდა, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

მოგვიანებით, ქალაქის სხვა საცხოვრებელ რაიონში, თვითმკვლელმა ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთდროულად, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, დედაქალაქი ტერორისტების თავდასხმებისგან დაცულია. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას  ე.წ "ისლამურ სახელმწიფოს" აკისრებს.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად