ბაღდადის შიიტურ რაიონში აფეთქებას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტს 60 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ადგილობრივი სამართალდამცავების და მედიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტერორისტების სამიზნე ბაღდადის შიიტური რაიონი სადრ-სითი გახდა. აფეთქება ბაზარში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.

გასული თვის ბოლოს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 17 ივლისს ქალაქ ბანი-საადის ბაზარში მომხდარ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 22 ივლისს ბაღდადის ცენტრში ტერორისტებმა 26 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად