ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული ავიაიერიშისას ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი დაიღუპა

ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა, ინფორმაციას სააგენტო Associated Press- ი ერაყის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ასევე მოკლეს ერაყის შიიტური ამბოხებულების მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

პარალელურად, ირანელთა სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან სარაკეტო იერიშების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მან მომხდარში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

პოლიტიკოსის თქმით, სულეიმანის ცხედარი იმ ბეჭდით ამოიცნეს, რომელიც მას ეკეთა.

სააგენტოს წყაროების თანახმად, ალ-მუჰანდისი აეროპორტში სულეიმანის შესახვედრად მივიდა. საჰაერო შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანელმა თვითმფრინავი დატოვა.

როგორც AP წერს, სულეიმანის დაღუპვა ”შესაძლოა შუა აღმოსავლეთში პოტენციური გარდამავალი წერტილი აღმოჩნდეს. მოსალოდნელია, რომ ეს ირანისა და სხვა ძალების მხრიდან მკაცრ ანგარიშსწორებას გამოიწვევს”.

ჯერჯერობით, ერაყელი შიიტების მხრიდან ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ავიაიერიშები შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად