ბაგა-ბაღების სააგენტო: სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის

“ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს”- ამის შესახებ, “აიპრესს” ბაგა-ბაღების მმართვის სააგენტოში განუცხადეს.

ბაგა-ბაღების მმართვის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების საჭიროება არ დგას.

“ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იქიდან გამომდინარე რომ ჯანდაცვის სამინისტრომ არ განაცხადა რომ სწავლის შეწყვეტის აუცილებლობა და საჭიროება დგას. თუ ისინი მოგვცემენ რეკომენდაციას რომ შევწყვიტოთ სააღმზრდელო პროცესი ან თავად მივიღოთ ამ თემაზე გადაწყვეტილება, შემდეგ ვიმსჯელებთ. დღეს, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის”-განუცხადეს “აიპრესს”.

ამასთან განმარტავენ რომ ბაგა-ბაღები უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარებით.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად