ბადრი ყაველაშვილი ზაზა ნადირაძესთან ერთად ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

პორტუგალიის ქალაქ მონტემორში მიმდინარე კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბადრი ყაველაშვილის იბრძოლებს. 

კაიაკიში, 200 მეტრიანი დისტანციის გავლა ქართველმა ნახევარფინალში დღეს მესამე საუკეთესო ადგილით დაასრულა და ესპანელ და იტალიელ მეტოქეებთან ერთად პლანეტის უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ბადრი ყავეაშვილმა, გუშინ ნახევარფინალში გამსვლელი შეხვედრა პირველი ადგილით დაასრულა, დღეს კი საუკეთესო სამეულში შევიდა და ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

დღესვე, ევროპის ჩემპიონი ზაზა ნადირაძე, ოქროს მედლისთვის 200 მეტრიან დისტანციას გაცურავს. ფინალში გამსვლელი დაპირისპირება გუშინ ქართველმა მეორე ადგილით დაასრულა.

ზაზა ნადირაძის ფინალური დაპირისპირება, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება, მანამდე კი – 15:18 საათზე სტარტს ყაველაშვილის ფინალური შეხვედრა აიღებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად