ბადრი ჯაფარიძე: ვინ მოგვიტანა გახარიას წერილი მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანი წერილის არსებობა და შინაარსია

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა ბადრი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

კითხვაზე, ვინც წერილი მიიღო არის თუ არა თავად ბადრი ჯაფარიძე? – ეს კითხვა ჯაფარიძემ უპასუხოდ დატოვა.

“ადრესატები ვიყავით მე და მამუკა და ჩვენ ეს წერილი მივიღეთ”, – თქვა ჯაფარიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ამ წერილის მომტანი არის თუ არა ის? – პასუხობს:

“ჩვენ მივიღეთ ეს წერილი”.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, ჯაფარიძე არ ეთანხმება.

“არ არის მნიშვნელოვანი დეტალი, როგორც თქვენ გგონიათ. მე მგონია, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი დეტალი. მნიშვნელოვანია თვითონ წერილის არსებობა, მნიშვნელოვანია მისი შინაარსი, მნიშვნელოვანია წერილის შემდეგ ჩვენს მიმართ განხორციელებული ქმედებები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად