ბადრი ჯაფარიძე: თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ლელო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მე ერთ-ერთი ხელისმომწერი ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ, ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი თანამემამულეები კვლავ უიმედობის და უპერსპექტივობის განცდით იქნებოდნენ შეპყრობილნი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლავ იბატონებდა ურთიერთსიძულვილი, შუღლი, უნდობლობა…

ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავდოთ ლელო ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ უნდა შევძლოთ, დავამარცხოთ დამარცხებული სინდრომი. ახლა არის გაერთიანებისათვის და გამარჯვებისთვის ლელოს გატანის დრო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...